24 იანვარი 2021,   16:55
ვრცლად
იმედი მაქვს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს თავს საფრთხობელად არ გამოაყენებინებს - ფიქრია ჩიხრაძე

მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული პირადი შტაბის შექმნაზე, ოპოზიციის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები შეფასებებს აკეთებენ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, სააკაშვილს წინასაარჩევნოდ საკუთარი თავის აქტუალიზაცია სურს.

"მას წინასაარჩევნოდ საკუთარი თავის აქტუალიზაცია სურს - ეს გასაგებია, თუმცა, ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს თავს საფრთხობელად არ გამოაყენებინებს და მისი მეშვეობით არ დააშინებენ ქართულ საზოგადოებას, რომ რევანშის საფრთხე მოდის," - აღნიშნავს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე.

დღის ამბები