27 იანვარი 2021,   00:44
ვრცლად
სააკაშვილი თავისი შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებას ცდილობს - ბაჩუკი ქარდავა

მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას ოპოზიციურ სპექტრში სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა. ყოფილმა პრეზიდენტმა პირადი შტაბის შექმნა დააანონსა და პოლიტიკურ მოძრაობებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ნაწილისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის გააქტიურება მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, სააკაშვილი საარჩევნო პროცესებში ისედაც ყოველთვის ჩართული იყო და ამ შემთხვევაშიც მისი გააქტიურება საერთო პოლიტიკურ ღირებულებებს უკავშირდება.

"ის ისედაც იყო მთელი ერთი წლის განმავლობაში ამ საქმეში ჩართული. ახალგაზრდები ჩადიოდნენ ძალიან აქტიურად მასთან. ჰქონდა სხვადასხვა ფორმით მცდელობები, იდეები და ძალების კონსოლიდირება. ის არ ცდილობს იყოს გამორჩეული ყველას შორის, უბრალოდ ცდილობს თავისი შიდა და საერთაშორისო რესურსი, რომელიც მას ძალიან მაღალი აქვს ქვეყანაში გამოიყენოს სწორედ ამ მახინჯი, მუწუკი ხელისუფლების მოსაშორებლად, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს," - განაცხადა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ. 

დღის ამბები