27 იანვარი 2021,   08:52
ვრცლად
თამაშის წესებზე შეთანხმების ფორმატი "ლეიბორისტული პარტიის" ოფისშია - გიგა ბოკერია

მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას პარტიები პასუხობენ. ყოფილმა პრეზიდენტმა პირადი შტაბის შექმნა დააანონსა და პოლიტიკურ მოძრაობებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ლიდერების ნაწილისთვის ინიციატივა სიახლეა, ისინი ამბობენ, რომ კონსულტაციები არ ყოფილა. თუმცა, ამ შეთავაზებას თანხმდებიან.

რაც შეეხება ნაწილს, მათი თქმით, თანამშრომლობის ფორმატი უკვე არსებობს და ახლის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავენ.

"პოლიტიკურ პარტიებს შორის თამაშის წესებზე შეთანხმების ფორმატი "ლეიბორისტული პარტიის" ოფისშია. ამიტომ, ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ ეს შეიცვალოს. ვინმეს წინააღმდეგი კი არ ვარ, უბრალოდ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს," - აცხადებს, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

დღის ამბები