27 იანვარი 2021,   01:12
ვრცლად
"ყველაფერს დამახინჯებით ასწავლიან, თურმე ჩვენ ვართ აგრესორები ჩვენივე ტერიტორიაზე" - ოკუპირებულ ახალგორში ქართული ენის სწავლება საფრთხეშია

ახალგორში ქართული ენის სწავლება კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა. საოკუპაციო რეჟიმი ახლა მასწავლებლებს ავიწროებს, სკოლის დირექტორების ნაწილს ათავისუფლებენ, ნაწილს კი ჩაკეტილი საოკუპაციო საზღვრის მეორე მხარეს აღარ ატარებენ.

პარალელურად უკვე რამდენიმე დღეა ჩაიკეტა დროებით და მხოლოდ გარკვეული პირებისთვის გახსნილი ე.წ გამშვები პუნქტი.

"გარდა იმისა, რომ ეს არის ქართული კუთხე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ იქ დარჩენილი, თუნდაც ქართული მოსახლეობა არ სწავლობდეს საკუთარ ენას და სწავლობდეს რუსულს," - აცხადებს ადგილობრივი. 

"ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, მათი პროგრამით აღზრდილი ბავშვი საქართველოს არ გამოადგება, რადგან იქ ყველაფერს დამახინჯებულად ასწავლიან, თურმე ჩვენ ვართ ჩვენივე ტერიტორიაზე აგრესორები," - ამბობს ადგილობრივი. 

დღის ამბები