27 იანვარი 2021,   02:32
ვრცლად
"იგი ამ საქმის პროფესიონალია, აქედან გამომდინარე საპროკურორო საბჭომაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო" - გიორგი კახიანი

ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის კანდიდატად შერჩევას, მმართველი გუნდის წევრები მიესალმებიან. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის თქმით, შოთაძის სასარგებლოდ, მისი გენერალური პროკურორობის დროს გახსნილი საქმეები მეტყველებს. 

"იგი ამ საქმის პროფესიონალია და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს. აქედან გამომდინარე საპროკურორო საბჭომაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, მის პროკურორობას უკავშირდება სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებული არაერთი საქმის გახსნა, რაც ცხადია მის სასარგებლოდ მეტყველებს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა. 

დღის ამბები