27 იანვარი 2021,   02:05
ვრცლად
ალასკაზე ქარბუქისას დაკარგული ბავშვები იპოვეს

ალასკაზე დაკარგული ოთხი ბავშვი იპოვეს. ძებნის ოპერაცია 27 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

14, 8, 7 და 2 წლის არასრულწლოვნებს ჰიპოთერმია აღენიშნებოდათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ვერტმფრენით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვები ქარბუქის დროს დაიკარგნენ. გაირკვა, რომ შედარებით უფროსები ორი წლის პატარას შემოეხვივნენ და მისი გადარჩენა შეძლეს. 

დღის ამბები