27 იანვარი 2021,   08:08
ვრცლად
ავარია გორთან - ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

ცენტრალური ავტობანის შემოვლით გზაზე, გორის მონაკვეთზე ავარიის შედეგად დაზარალებული მამაკაცის მანქანიდან ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შედეგად მძღოლმა სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო, შორის თავის არეში.

მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, საპატრულო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები