21 იანვარი 2021,   02:11
ვრცლად
ავიაკატასტროფა სტამბოლში - მედიამ თვითმფრინავის ავარიული დაშვების ვიდეოკადრები გაავრცელა

სტამბოლში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიული დაშვების ვიდეოკადრები მედიამ დღეს გავრცელა. ამ დროისთვის ავიაკატასტროფის მიზეზად ჯერ უამინდობა სახელდება, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება. უკვე ნაპოვნია ე. წ შავი ყუთები, რომელთა გაშიფვრასაც ხვალ დაიწყებენ.

გოქჩენის აეროპორტში "პეგასუსის" ავიახაზების თვითმფრინავი დასაფრენი ბილიკიდან გუშინ გადავიდა და სამ ნაწილად დაიშალა. დაღუპულია 3 და დაშავებულია 170-ზე მეტი მგზავრი. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 183 ადამიანი იმყოფებოდა, რეისს იზმირიდან ასრულებდა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, "ბოინგ 737"-ის ავარიულად დაშვებას თურქეთის მოქალაქეები ემსხვერპლნენ. ცნობილია, რომ მგზავრებს შორის უცხო ქვეყნის 20-მდე წარმომადგენელი იმყოფებოდა. მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

დღის ამბები