27 იანვარი 2021,   09:03
ვრცლად
"ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის" - თბილისში ამ სახელწოდებით ფორუმი გაიმართა

"ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის" - თბილისში ამ სახელწოდებით ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე საუბარი ეუთოს იმ ახალ ინიციატივაზე იყო, რომელიც პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობას გულისხმობს.

პროექტი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა და გამოიმუშაონ ისეთი უნარები, რომლებიც სამოქალაქო საქმიანობაში ჩართვას გაუადვილებს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ ვითარების ფონზე, რომელიც ქვეყანაში არის, ახალგაზრდული მოძრაობების გააქტიურების ფონზე, რომ შევქმნათ პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთად ისაუბრებენ საერთო ღირებულებებზე, გამოწვევებზე, ძირითად პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი.

დღის ამბები