24 იანვარი 2021,   16:51
ვრცლად
ეუთო/ოდირის დასკვნა - კონსტიტუციონალისტები 2 ძირითად გზავნილზე მიანიშნებენ

ეუთო/ოდირის დასკვნას კონსტიტუციონალისტები ეხმაურებიან. სპეციალისტების თქმით, დასკვნაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისმა თავი შეიკავა ოპოზიციის კანონპროექტის კონსტიტუციურობის შეფასებისგან. კონსტიტუციონალისტები მიანიშნებენ იმ 2 ძირითად გზავნილზე, რომელიც ოდირის დასკვნაშია, ერთი ის, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ძირითადი ასპექტები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არ უნდა შეიცვალოს და მეორე კი ის, რომ ყველა ქვეყანა საარჩევნო სისტემაზე საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე უნდა შეთანხმდეს.

"დოკუმენტში წერია, რომ ოდირი თავს შეიკავებს ამ შეფასებისგან და მასში მოყვანილია ის საერთაშორისო სტანდარტები რომელიც არსებობს საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სტანდარტები კი გვეუბნება იმას, რომ ქვეყანა უნდა ამოვიდეს საკუთარი საჭიროებებიდან. ამ შემთხვევაში ჩვენი საჭიროება არის სწორედ ის, რომ საარჩევნო სისტემა პროპორციულად შეიცვალოს," - აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.

კონსტიტუციონალისტი ნოდარ მელაშვილი ხაზს უსვამს ოდირის მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წელს საარჩევნო კანონმდებლობაში ძირეული რეფორმები არ უნდა განხორციელდეს:

"ცალსახად არის ჩაწერილი რომ ოდირი ვერ შეაფასებს აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობას ანუ არ წარმოადგენს მის პრეროგატივას, აქედან გამომდინარე აღნიშნული საკითხი, ნორმის კონსტიტუციურობას რომელიც ეხება, გადაწყვეტილი უნდა იყოს შიდა სახელმწიფო ორგანოებით, ამ შემთხვევაში იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლო. რაზეც ხაზი მინდა გავუსვა ეს არის ოდირის პირდაპირი მინიშნება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წელს არ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ანუ არ უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ძირეული რეფორმები საარჩევნო კანონმდებლობაში," - აღნიშნა ნოდარ მელაშვილმა.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

 

დღის ამბები