27 იანვარი 2021,   02:37
ვრცლად
შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, თუ შეუსაბამოა - ცნობილია ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა

ცნობილია ეუთო/ ოდირის დასკვნა ცნობილია, თუმცა წერილში, რომელიც "ევროპულმა საქართველომ"  გაასაჯაროვა, კონკრეტულად, არ არის მითითებული , შეესაბამება თუ არა, საქართველოს კონსტიტუციას, ე.წ. გერმანული მოდელი.

ეუთო/ოდირის დასკვნაში საუბარია, რომ "გერმანული მოდელი" სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა ამაზე საქართველოში არც არავინ დავობდა.

ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ეუთოც მოუწოდებს მხარეებს, დავა საარჩევნო სისტემაზე ფართო კონსენსუსით გადაწყვიტონ.

დოკუმენტში კონკრეტულად არ წერია, რომ პროექტი, რომელიც გაიგზავნა ეუთოში, შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, თუმცა არც ის წერია, რომ შეუსაბამობაშია.

როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, პროექტი საარჩევნო სისტემის ფუნდამეტურ ცვლილებებს გვთავაზობს.

"პროექტი საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტურ ელემენტებში ცვლილებებს გვათავაზობს. მათ შორის საარჩევნო სისტემაში. საერთაშორისო პრაქტიკა კი გირჩევთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად ასპექტებში არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, არ დაუშვან შესწორებები. ცვლილების განხორციელება შესაძლებელია ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის გზით, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტში ხმების უბრალო უმრავლესობით შეიძლება შეიცვალოს.

საარჩევნო სისიტემის არჩევა იქნება ეს მაჟორიტარული , პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნტიული,  სასურველია დაექვემდებაროს ფართო ინკლუზიურ დებატებს. რაც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს,  რეფორმის  დადებითი და უარყოფითი მხარეები წამოწიოს წინ.  ნებისმიერი წარდგენილი ცვლილება, ყურადღებით  უნდა იყოს განხილული.  მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს შორის  ფართო კონსენსუსის მიღებით,"- ნახსენებია ეუთოს დასკვნაში.

დღის ამბები