21 იანვარი 2021,   03:32
ვრცლად
"გერმანული მოდელი" საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება, თუ საწინააღმდეგოს ვინმე წამიკითხავს, ბოდიშს მოვიხდი - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს ოპოზიციის შეთავაზებულ საარჩევნო მოდელზე ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.

"ჩვენ ვამბობდით, რომ "გერმანული მოდელი" საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება, თუ ამ წინადადების საწინააღმდეგოს ვინმე წამიკითხავს, კი ბატონო, მე ბოდიშს მოვიხდი.

თვეების განმავლობაში კამათი იყო სწორედ ამაზე, თითქოს გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუვიას, ეს არის ტყუილი, იგივეს ვიმეორებ დღესაც, გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა იყო, არის და იქნება შეუძლებელი. და თუ ვინმე ცდილობს, რომ სიტყვების მანიპულირებით "ეს მოდელი", "ის მოდელი", "კორექტირებული მოდელი", "ცოტა განსხვავებული მოდელი", "გერმანულის მსგავსი მოდელი" და ასე შემდეგ, იმანიპულიროს და რაღაცა მოატყუოს ხალხს, ჩვენ ხალხს არ მოვატყუებინებთ" - აცხადებს მდინარაძე.

დღის ამბები