24 იანვარი 2021,   16:26
ვრცლად
სტამბოლში პეგასუსის თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა ცეცხლი გაუჩნდა და რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩა

სტამბოლში ავიაკომპანია პეგასუსის თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩა. 

შედეგად დაშავდა 21 ადამიანი. მგზავრები ამ დროისტვის ევაკუირებული არიან.

ინციდენტი საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში მოხდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მგზავრები ამ დროისთვის ევაკუირებული არიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. მომხდარის გამო აეროპორტი დროებით დაიხურა.  წინასაწარი ინფორმაციით ბოინგ 737-ის საფრენი ბილიკიდან გადასვლის მიზეზი, ცუდი მეტეოროლოგიური პირობები გახდა.

 

 

დღის ამბები