26 იანვარი 2021,   10:28
ვრცლად
ეუთოს დასკვნით, ეს მოდელი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან - სერგი კაპანაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა, მისი თქმით, დასკვნაში საუბრია საარჩევნო სისტემაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

"ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული, უნდა იყოს შეთანხმებული მხარეებს შორის და უნდა იყოს კონსესუსი. ანუ, საუბრობს იმაზე, რაზეც საუბრობს ოპოზიცია უკვე ძალიან დიდი ხანია. უფრო მეტიც, ოდირის რეკომენდაციები არის ტექნიკური ხასიათის და ჩვენ მზად ვართ, ეს რეკომენდაციები გავითვალისწინოთ ჩვენს მომდევნო მუშაობაში,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მთავარი არგუმენტი ტყუილი იყო. მისი თქმით, მოდელი ეუთოს დასკვნით-კონსტიტუციურია.

"ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი არ ყოფილა არაკონსტიტუციური, "ქართული ოცნება," რა თქმა უნდა, იტყუებოდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით, როდესაც ამ არგუმენტზე ჰქონდათ ძირითადი აქცენტი. თუ ბიძინა ივანიშვილი არ წამოვა კომპრომისზე, იქნება ცუდი მისთვის და იქნება ცუდი, ქვეყნისთვის,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები