21 იანვარი 2021,   03:30
ვრცლად
უბედური შემთხვევა მშენებარე კორპუსში - პოლიციაში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი უკვე გამოიკითხა 

მშენებლობიდან გადმოვარდნილი მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაშია. 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ჯერჯერობით ოპერაციას ვერ უკეთებენ. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. დაღუპულის ცხედარი კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

არსებობს პირველადი დასკვნა, რომ მშენებარე კორპუსში შრომის უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო. უბედურ შემთხვევაზე უკვე დაიწყო გამოკითხვები პოლიციაში. სამართალდამცველების კითხვებს კომპანიის წარმომადგენლები და დაღუპულის ახლობლები პასუხობდნენ.

პოლიციაში გამოკითხვაზე იმ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.

შეგახსენებთ, თბილისში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი უმძიმეს მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

"კურიერის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც ობიექტს აშენებს, ინდმეწარმე ვასილ ღუდუშაურია და ამ ინფორმაციას შრომის ინსპექციაშიც ადასტურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები