21 იანვარი 2021,   03:06
ვრცლად
"ქუთაისის მერია აქტიურად არის ჩართული კლუბის ინვესტორების მოძიებაში"-დავით მუჯირი

ქუთაისის "ტორპედომ" 25 დეკემბრამდე გადასახდელი ვალების გასტუმრება მოახერხა. ახლა ჯერი ლიცენზირების კომიტეტის მონიტორინგზეა, ამ პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქუთაისური კლუბი სავარაუდოდ ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობას მოახერხებს.

"ტორპედოში" არსებულ ვითარებაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

დავით მუჯირი აცხადებს, რომ ქუთაისის კლუბს მოთამაშეების, მწვრთნელებისა და პერსონალის დავალიანება აქვს და არა ფეხბურთის ფედერაციის, მისივე ინფორმაციით, ტორპედო ახალი სეზონისთვის მზადებას დღეიდან დაიწყებს.

"ქუთაისის მერია აქტიურად არის ჩართული კლუბის ინვესტორების მოძიებაში, ვიმედოვნებ კლუბი მოახერხებს და ეროვნულ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება,"- განაცხადა დავით მუჯირმა.

დღის ამბები