26 იანვარი 2021,   08:57
ვრცლად
სოციალურად დაუცველთა საკითხი ხშირად პოლიტიკური მანიპულირების საშუალება ხდება - ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში უსმენენ

ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატების შეკითხვებს კვლავ პასუხობს. თუმცა, ის მანამდე კანონმდებლების წინაშე მოხსენებით წარსდგა, სადაც ჯანდაცვის უწყების მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. 

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური აგენტები უახლოეს პერიოდში სამხრე კამერებითა და ციფრული მოწყობილობებით აღიჭურვებიან.

"უმთავრეს გამოწვევად მოსახლეობის მხრიდან მაღალი თანაგადახდა რჩება, მართალია ეს მაჩვენებელი 73%-დან 55%-მდე შემცირდა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მასშტაბური დაფინანსების ფონზე, მოსახლეობის დანახარჯები ბევრად დაბალი უნდა იყოს.

სწორედ ამ რეალობამ დაგვანახა რეფორმის ახალი ტალღის საჭიროება, რომელიც სისტემას საყოველთაო ჯანდაცვიდან უნივერსალურ ხელმისაწვდომობაზე გადაიყვანს. 

რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა საკითხს, სამწუხაროდ ის ხშირად ხდება პოლიტიკური მანიპულირების საშუალება. მუდამ ისმის კრიტიკა, თითქოს დახმარების მოხსნა და დანიშვნა ობიექტური პროცესი არ არის.

ამ ბრალდებების საპირწონედ, ჩვენ დავიწყეთ ოჯახების ეკონომიკური მდგრადობის ინტენსიური გადამოწმება. უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები სამხრე კამერებითა და ციფრული მოწყობილობებით აღიჭურვებიან," - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები