27 იანვარი 2021,   02:37
ვრცლად
"აუცილებელია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდო" - ზალკალიანმა აშშ-ში შეხვედრა მარშალის ფონდში გამართა

აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარშალის ფონდში გამართული შეხვედრა მედიასთან შეაფასა. ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე შეეხო როგორც საგარეო ასევე საშინაო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ანალიტიკოსებს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია აქვთ:

"იყო კითხვები რა თქმა უნდა, ოკუპაციასთან მიმართებაში, იმ აგრესიულ ქმედებებთან, რომელსაც რუსეთის საგარეო პოლიტიკა მართავს საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შიდა განვითარებებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

როდესაც ვსაუბრობ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საგარეო კუთხით, აუცილებელია, რომ პარტნიორებს და სტრატეგიულ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, რადგანაც საგარეო პოლიტიკა წარმატებული არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება და ბუნებრივია მე ამის შესახებ აქტიური კომუნიკაცია მქონდა, ყველა კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი და მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია და არა ინფორმაცია, რომელიც გარკვეულწილად სუბიექტურ ფაქტორებზეა დაყრდნობილი. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ეს შეხვედრა იყო ძალიან კარი და ნაყოფიერი,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.  

დღის ამბები