21 იანვარი 2021,   03:30
ვრცლად
ზვავი გუდაური-სტეფანწმინდის მონაკვეთზე - ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე, გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრშია გადაყვანილი. როგორც სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. ზვავში მოყოლილ პირს ქვედა კიდურების დაზიანება აღენიშნება.   

"მდგომარეობა სტაბილურია. ბარძაყის მოტეხილობაა სავარაუდოდ. გადავიყვანთ თბილისში. ტრავმატოლოგისთვის გამოვიძახეთ მანქანა თბილისიდან," - ამბობს გუდაურის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაზარალებულს, როგორც ცნობილია, ის ყაზბეგის გადაუდებელი დახმარების ცენტრშია გადაყვანილი. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გუდაური-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა და ავტომობილი ხევში ჩაიტანა. შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები