21 იანვარი 2021,   02:21
ვრცლად
ზვავმა ავტომობილი ხევში გადააგდო - "კურიერმა" გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის პირველი კადრები მოიპოვა

"კურიერმა" გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის პირველი კადრები მოიპოვა. ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ და ერთ-ერთი დაშავებული ამოჰყავთ.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც გარდაცვლილი მოქალაქის ამოყვანას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გუდაური-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა და ავტომობილი მოიყოლა. მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

დღის ამბები