21 იანვარი 2021,   03:39
ვრცლად
ვისაც ოკუპანტები გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ უმძიმეს მდგომარეობაში არიან - ახალგორის გამგებელი ჰუმანიტარულ კრიზისზე

ახალგორის ოკუპირებული ტერიტორიაზე მაცხოვრებელი 1400 ადამიანიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება, საოკუპაციო რეჟიმმა მხოლოდ 200 პენსიონერს მისცა. ვადა, რომელიც  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ გადასასვლელების დროებით გახსნისას დააწესა 2 დღეში იწურება.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა:

"შემდეგი გახსნა, როგორც არის დაანონსებული ცხინვალის მხრიდან, იქნება 2 თვის მერე, მაგრამ ის 1200 ადამიანი, რომელსაც გადმოსვლის საშუალება არ ეძლევა, უმძიმეს მდგომარეობაში არიან, რომლებიც არც პენსიონერები არ არიან, იქ ცხოვრობენ, მათაც აქვთ ძალიან დიდი სურვილი, რომ გადმოვიდნენ სამკურნალოდ, ოჯახის წევრების მოსანახულებლად და უამრავი საქმე აქვთ.

იქ ყველას აქვს ოჯახი, აქვთ თავიანთი მეურნეობა, ჰყავთ პირუტყვი, არის ძალიან დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, კაკალი და ბუნებრივია, ეს ყველაფერი თავის ოჯახის წევრებს გადმოუტანეს აქეთ, მაგრამ მაგის გარდა, ძალიან ბევრი რამ სჭირდება ადამიანს, რომლის საშუალებაც არ აქვთ და ხელმიუწვდომელია. ფულის რესურსი არ გააჩნიათ, არ არის მედიკამენტები, არ არის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება და ბევრი სხვა რამ,"- განაცხადა თინიკაშვილმა.

დღის ამბები