27 იანვარი 2021,   08:59
ვრცლად
წერილში მითითებული ფაქტები აცდენილია რეალობას, მივაწვდით ზუსტ ინფორმაციას -კუჭავა უმრავლესობის აშშ-ში ვიზიტზე

შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ნაწილი უკვე გაემგზავრა. სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ყოფნისას პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები დონალდ ტრამპის ყოველწლიურ მიღებას დაესწრებიან, გაიმართება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში.

დელეგაციის წევრები საერთაშორისო პარტნიორებთან კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკულ წერილებთნ ერთად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ. 

"გვექნება შეხვედრები კონგრესმენებთან და სენატორებთან, გავივლით ყველა იმ საკითხს, რომელიც არა მხოლოდ წერილშია, არამედ ზოგადად აქტუალურია პოლიტიკურ ჭრილში და მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩვენი მხრიდან მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რადგან აშკარად ვხედავთ, რომ წერილში მითითებული გარკვეული ფაქტები არის საკმაოდ აცდენილი რეალობას და ვთვლით, რომ აუცილებელია მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია," - განაცხადა კახა კუჭავამ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი იმ მწვავე წერილების შინაარსის შემსუბუქებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კონგრესმენებმა და სენატორებმა გამოუგზავნეს.

"მათ ეტყვიან, რომ ბატონებო, გონს მოეგეთ, ბატონებო საქართველოში არის უმძიმესი მდგომარეობა არა მარტო ეკონომიკაში, არამედ დემოკრატიის კუთხითაც.... თუ ისინი კვლავ გააგრძელებენ გაჯიუტებას თავიანთ დანაშაულებრივ შეცდომაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა  საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ. 

 

 

დღის ამბები