27 იანვარი 2021,   01:24
ვრცლად
"პრეზიდენტის განცხადებები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და პოლიტიკურ დაძაბულობას ქმნის" - ლევან კობერიძე

პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 4 მარტს წარდგება.

ოპოზიციის წარმომადგენლებს პრეზიდენტთან კითხვები ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით აქვთ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია რატომ მოიპატიჟა საქართველოში პრეზიდენტმა რუსული დელეგაცია.

"პრეზიდენტის გამოსვლაში ნათქვამი იყო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის წევრებს არ შეექმნებოდათ პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე. ამიტომ მე გამიკვირდა ძალიან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ღონისძიებები საქართველოში არ არის დაგეგმილი და ვერ ვხვდები, მოპატიჟება რა საჭირო გახდა," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადებები ბოლო პერიოდში უამრავ კითხვას აჩენს და ამის შესახებ აპირებს კითხვების დასმას. 

"პრეზიდენტის განცხადებები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და პოლიტიკურ დაძაბულობას ქმნის. მექნება მასთან კითხვები და მის მოხსენებასაც მოვისმენ,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები