27 იანვარი 2021,   07:50
ვრცლად
ერაყში ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას საპროტესტო აქციები მოჰყვა

საპროტესტო აქციები მოჰყვა ერაყში ახალი პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ ალაუის დანიშვნას. ბაღდადსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებმა მთავრობის ახალ მეთაურს უნდობლობა გამოუცხადეს, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი არჩევითი იყოს.

მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობის მეთაურს პარლამენტი წარადგენს და პრეზიდენტი ნიშნავს.

ბოლო ორი თვეა კანონმდებლები პრემიერის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ. მთავრობის წინა მეთაურმა თანამდებობა გასული წლის ნოემბერში, ერთთვიანი ანტისამთავრობო აქციების გამო დატოვა. ანტისამთავრობო გამოსვლები კი ერაყში ოქტომბერში დაიწყო.

დღის ამბები