27 იანვარი 2021,   01:18
ვრცლად
თავდასხმა ლონდონში - უცნობმა მამაკაცმა დანით გამვლელები დაჭრა

ლონდონის სამხრეთ ნაწილში, სთრითემის რაიონში უცნობმა მამაკაცმა დანით რამდენიმე გამვლელი დაჭრა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ დამნაშავის ლიკვიდაცია მოახდინა. დაშავებული მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებებში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

პოლიციამ ინცინდენტის ახლომდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა, ბრიტანული მედიის ინფორმაციით დამნაშავეს ტანზე ბომბი ჰქონდა დამაგრებული.

სკოტლანდ იარდში ჯერ არ დაუზუსტებიათ ე. წ შაჰიდის ჟილეტი შეიცავდა თუ არა ასაფეთქებელ მოწყობილობას.

დღის ამბები