21 იანვარი 2021,   01:33
ვრცლად
ხობში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ვრცელდება

ხობში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ვრცელდება. სოფელში, სადაც დანაშაული მოხდა, უთანხმოებაზე საუბრობენ. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცს მასპინძელთან შელაპარაკება მოუვიდა. 22 წლის მამაკაცმა მასპინძელს, 50 წლის მამაკაცს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ, ბრალდებული მიიმალა.

როგორც მეზობლები ამბობენ, 22 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ის სამართალდამცველებმა გუშინ ღამით დააკავეს.

ბრალდებული მოკლულთან სტუმრად ორი დღის წინ ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, მან მასპინძელს ცივი იარაღით დაზიანებები მუცლის არეში მოულოდნელად მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რომელიც მოკლულის მეზობელია და ახალგაზრდა კაცი მოგვიანებით ასევე თავს დაესხა და სკამით სცემა, კლინიკაში რჩება. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები