21 იანვარი 2021,   03:44
ვრცლად
აზარტული თამაშების წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა და პირველი არხის გარდაცვლილი ოპერატორის, სანდრო ბერაძის მეგობრებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ მდუმარე აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები  ხელისუფლებას აზარტული თამაშების საკანონმდებლო რეგულაციების ჩარჩოში მოქცევა მოსთხოვეს.

აქტივისტების განცხადებით, ქვეყანაში არ რეგულირდება აზარტული თამაშების რეკლამირების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ლუდომანებისთვის არ არსებობს ფსიქო-სოციალური სერვისები, რაც ამწვავებს პრობლემას.

შეკრებილებმა იმედი გამოთქვეს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს პროტესტს და მიიღებს ზომებს პრობლემის მოსაგვარებლად.

დღის ამბები