21 იანვარი 2021,   02:37
ვრცლად
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამხედრო ძალების ავიადარტყმებს 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამხედრო ძალების ავიადარტყმებს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ასობით ათასმა ადგილობრივმა საცხოვრებელი სახლი უკვე დატოვა. ისინი თავშესაფრის მისაღებად თურქეთის საზღვრისკენ მიემართებიან.

გუშინ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ კონფლიქტი არ გადაიჭრება, თურქეთმა, შესაძლოა, სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.

ანკარაში საუბრისას, ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება და არ დაუშვებს მის საზღვრებს ახალი საფრთხე შეექმნას.

დღის ამბები