27 იანვარი 2021,   08:30
ვრცლად
"გერმანელების კულტურული კვალი თბილისში" - საკრებულოში შეხვედრა გაიმართა

პროექტის "თბილისის ისტორიები საკრებულოდან" ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. დღევანდელი ღონისძიების თემა "გერმანელების კულტურული კვალი თბილისსა და საქართველოში" იყო. პროექტი "თბილისის ისტორიები საკრებულოდან" უკვე მესამე წელია, ყოველი თვის პირველ შაბათს იმართება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას თქმით, თემების და მთხრობელების შერჩევა დიდი ყურადღებით ხდება:

"ყოველთვე ახალი თემით, ახალი მთხრობელებით შემოვდივართ. ამ მთხრობელებს ძალიან ყურადღებით და სკრუპულოზურად ვარჩევთ, დღევანდელი თემაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის გერმანელების კვალი თბილისში, პრაქტიკულად ჩვენ იმ საკრებულოში ვართ, რომელიც გერმანელი არქიტექტორის დაპროექტებულია," - განაცხადა მარიკა დარჩიამ.

დღის ამბები