24 იანვარი 2021,   16:45
ვრცლად
"აზარტული თამაშების წინააღმდეგ" კამპანიის წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს

ანა დოლიძემ და "აზარტული თამაშების წინააღმდეგ" კამპანიის წევრებმა დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს. ისინი ეკონომიკური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მსჯელობდნენ იმ გზებზე, რომლითაც საქართველოში ონლაინ თამაშები უნდა აიკრძალოს. სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმაც დასახეს.

"სახელმწიფოს არავითარი რეფორმა ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, მას მერე რაც სახალხო დამცველიც ამბობს, რომ ტოტალიზატორის ანგარიშიდან "საერთო" ე.წ "ობშიაკი"  გროვდება ციხეებში, განგაშის ზარი არის ნამდვილად შემოსაკრავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მშობლებს და ოჯახებს ეს საკითხი ძალიან ადარდებს, უამრავი ემიგრანტია საქართველოდან წასული ამ უბედურების გამო," - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ეკონიმიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი რამაზ გერლიანი ადასტურებს, რომ დარგი კონტროლს გარეთაა გასული და კანონმდებლობის აღსრულება მნიშვნელოვანია, თუმცა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკის გატარების აუცილებლობას უსვამს ხაზს:

"კონტროლს გარეთ არის  დარგი გასული, შესაბამისად კანონმდებლობის აღსრულება ძალიან მნიშვნელოვანია,თუმცა ისეთი ტიპის კანონმდებლობა, რომელიც ეკონომიკურ ფენომენთან მოვა წინააღმდეგობაში არ არის მართებული და სწორედ ისეთი მსჯელობა გვინდა სადაც გამოიკვეთება სწორი ეკონომიკური პოლიტიკა,"- აცხადებს რამაზ გერლიანი. 

დღის ამბები