20 ოქტომბერი 2020,   16:02
ვრცლად
თურქეთში, იზმირის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგები მთელი ღამის განმავლობაში კვლავ იგრძნობოდა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგები მთელი ღამის განმავლობაში ისევ იგრძნობოდა. ასევე, ბიძგები იყო ელიაზიგშიც, სადაც "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფება.

მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობის დემონტაჟი სურსურის მოედანზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. 4 სართულიანი მჭიდროდ დასახლებული კორპუსი სამაშველო სამსახურმა, თითქმის მიწასთან გაასწორა. 

ახლოს მდებარე კორპუსები კი მოსახლეობისგან საერთოდ დაიცალა.

გათიშულია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. დაშავებული მოსახლეობა, რომელთა რიცხვი 1600 აჭარბებს, პროვინციის სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. 15-მდე ადამიანის ჯანრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

დღის ამბები