20 ოქტომბერი 2020,   15:54
ვრცლად
"ამის წინააღმდეგი საქართველოში არავინ არის" - ზურაბ აბაშიძე რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე

რუსეთ-საქართველოს ფრენების შესაძლო აღდგენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის ინიციატივას მიესალმება. 

"ჩვენ ადრეც გავაკეთეთ განცხადებები იმის თაობაზე, რომ მივესალმებოდით ფრენების აღდგენას, მაგრამ ამაზე ჯერ რუსეთის განცხადებებიც უნდა მოვისმინოთ. წინა შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ მოსკოვში მსჯელობენ ამაზე, თუმცა კონკრეტული ვადების დასახელება ჯერ არ შეუძლიათ.

ფრენები გასულ წელს რუსეთმა შეაჩერა, რასაც ჩენ არ მივესალმებოდით. როგორც ვხედავ, ამის წინააღმდეგი საქართველოში არავინ არის," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები