21 სექტემბერი 2020,   10:21
ვრცლად
ხელისუფლებას სამოქალაქო აქტივისტებთან მიმართებაში არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას სამოქალაქო აქტივისტებთან მიმართებაში არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია საკუთარი კვლევის შედეგებს აქვეყნებს და განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შერჩევითი სამართალი, ჯარიმა და ადმინისტრაციული დაკავება - ეს ის დაუსაბუთებელი იარაღია, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობა პროტესტის გასანეიტრალებლად იყენებს.

მათ შორის მოყვანილია მაგალითები 20-21 ივნისს დაკავებულების საქმეებსა და სასამართლო პროცესებზე, რომელთა დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიციის მხრიდან დაკავებულებისათვის არ ხდება იმ მინიმალური უფლებების განმარტებაც კი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს.

გარდა ამისა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ვერ წარადგენენ მტკიცებულებებს, რომელიც დაასაბუთებდა დაკავების კანონიერებას.ძირითადად, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ხდება.

დღის ამბები