28 ნოემბერი 2020,   15:32
ვრცლად
მსოფლიო ლიდერებმა ლიბიაში იარაღის შეტანის ემბარგოს მხარი დაუჭირეს

ბერლინში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებმა ლიბიაში იარაღის შეტანის ემბარგოს მხარი დაუჭირეს და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტს ხელს 16 სახელმწიფოსა და ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ნავთობის პორტების პრობლემასთან დაკავშირებით გამოსავლის მოძებნაზე შეთანხმდნენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა სხვა ქვეყნებს ლიბიის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ბერლინში გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მაიკ პომპეო იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად ლიბიაში ნავთობის პორტები გაიხსნება.

ლიბია ორ ნაწილად 2011 წელს ქვეყნის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი მთავრობა მოქმედებს.

დღის ამბები