28 ნოემბერი 2020,   14:47
ვრცლად
არსებობს როგორც შესაბამისი ფორმები, ასევე შესაბამისი სივრცე - ქეთევან ციხელაშვილი აფხაზურ მხარესთან დიალოგზე

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზურ მხარესთან დიალოგზე ისაუბრა. 

მისი თქმით, დიალოგისა და მოალაპარაკებისთვის არსებობს, როგორც ფორმები ასევე, სივრცეც. 

"რაც შეეხება დიალოგს, ჩვენ, ძალიან დიდი ხანია გაცხადებული გვაქვს ეს და ნაბიჯებსაც ვდგამთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან დიალოგის გაფართოებისაკენ. ეს აუცილებელია და ვფიქრობ, ამის შესაბამისი ფორმებიც არსებობს ისევე, როგორც არსებობს სივრცე და საკითხები.

ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", ჩართულობის პოლიტიკის ღერძი გახლავთ ის, რომ უნდა აეწყოს სწორი დიალოგი და თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო. მათ შორის, ისეთი სფეროები, როგორიც არის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების წახალისება, ეს ადამიანებს შორის არის ძალიან პერსპექტიული და პირდაპირ ეხმიანება მოსახლეობის საჭიროებას.

არსებობს განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა საკითხების ირგვლივ დიალოგის სივრცე და ამის შესაბამისი ფორმები გამოძებნადია.

ეს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის დაუწერელი თავია. თუ ეს მოხდება, მისასალმებელია. ფორმას რაც შეეხება, შეიძლება იყოს თბილისშიც და სოხუმშიც. მთავარია შინაარსი და მზაობა ამ მიმართულებით," -აღნიშნა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა. 

დღის ამბები