26 ნოემბერი 2020,   08:52
ვრცლად
"თუკი რუსეთთან ავიამიმოსვლა აღდგება, მივესალმები" - აბაშიძე ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივაზე

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისები უნდა დაინიშნოს,  პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ეხმაურება.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, ნოემბერში, პრაღაში კარასინთან შეხვედრის დროს ინფორმაციია მიიღო, რომ მოსკოვი ავიარეისების აღდგენის საკითხს განიხილავს.

აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა. 

მისივე მტკიცებით, სავარაუდოდ, ვლადიკავკაზ-თბილისს შორის რეისის თემა განხილვის საგანი იქნება მარტში, პრაღაში დაგეგმილ კარასინი-აბაშიძეს შეხვედრის დროს.

"რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იყო საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. შემდეგ გასული წლის ნოემბერში, როდესაც ჩვენ პრაღაში გვქონდა შეხვედრა მოვისმინეთ კომენტარი, რომ მოსკოვში განიხილება საკითხი ავიარეისების აღდგენის შესახებ, მაგრამ კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა. თუკი ავიამომოსვლა აღდგება, რასაც ჩვენ მივესალმებით, ამის შემდგომ შესაბამისი სააგენტოებისა და კომპანიების გადასაწყვეტია, თუ რა მარშუტები იქნება," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის. როგორც რუსული მედია წერს, აღნიშნულის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჰაიდარ-ბეკ ბუტოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ავიამარშრუტის დანიშვნის იდეას საქართველოს და ჩრდილოეთ ოსეთის აეროპორტების, ტუროპერატორებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მხარს უჭერენ.

დღის ამბები