05 დეკემბერი 2020,   09:18
ვრცლად
არსებობს რესურსი, რომელიც 2020 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს - თალაკვაძე

"არსებული მოდელის ფარგელებში არსებობს რესურსი, რომ ჩვენ კანონმდებლობაში გავაკეთოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც 2020 წლის არჩევნებს შერეული მოდელით, დემოკრატიულად და კონკურენტულად უზრუნველყოფს," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციისა და  ხელისუფლების გუშინდელ უშედეგო შეხვედრას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, უმრავლესობა არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში განსახილველ ცვლილებებზე მსჯელობს.

"შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ამას აქვს რამდენიმე კონკრეტული მიზეზი, პირველ რიგში, მრავალმანდატიანი ოლქები ითვალისწინებს გეოგრაფიისა და მუნიციპალიტეტების იმდენად გაერთიანებას საარჩევნო ადმინისტრაციის საზღვრებში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მაჟორიტარმა წარმოადგინოს ის საზოგადოება, ვინც აირჩია.

ამ და სხვა მიზეზების გამო შეთანხმება ვერ მოხერხდა არ მოდელზე. დიალოგი გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ არსებული მოდელის ფარგელებში არსებობს რესურსი, რომ ჩვენ კანონმდებლობაში გავაკეთოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც 2020 წლის არჩევნებს შერეული მოდელით, დემოკრატიულად და კონკურენტულად უზრუნველყოფს," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ხელისუფლება და ოპოზიცია მთავარ პოლიტიკურ საკითხზე ისევ ვერ თანხმდება. 

დღის ამბები