29 ნოემბერი 2020,   17:04
ვრცლად
სრულად მაჟორიტარული სისტემა - ხუნდაძეს ხელმოწერების შესაგროვებლად ბლანკებს გადასცემენ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს დიმიტრი ხუნდაძეს ხელმოსაწერ ბლანკებს გადასცემს, დეპუტატი კი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე რეგიონებში გავა და მოსახლეობის ხმებს შეაგროვებს. ე.წ ამბოხებულმა დეპუტატებმა, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, პარლამენტში 200 000 ხელმოწერა უნდა წარადგინონ.

"დღეს უნდა მოხდეს განხილვა და შესაბამისი ფორმების გადმოცემა, რითიც ჩვენ გავალთ ხალხში და შევაგროვებთ ხელმოწერებს. პროცედურულად ეს არის 4 თვიანი ვადა, ამ ვადაში ჩვენ უნდა მოვაგროვოთ მინიმუმ 200 ათასი ხელმოწერა. ამ პერიოდს გამოვიყენებთ არა მარტო ხელმოწერებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ეს საკითხი უფრო ნათელი გავხადოთ საზოგადოებისთვის,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის თქმით, 4 თვის შემდეგ კომიტეტი ჩაინიშნება და შეგროვებული ხელმოწერები გადამოწმდება.

"საინიციატივო ჯგუფს გადაეცემა შესაბამისი ფორმები ხელმოწერებისთვის. 4 თვის შემდგომ უკვე კომიტეტის სხდომა თავიდან ჩაინიშნება და მოხდება ხელმოწერების გადამოწმება," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები