29 ნოემბერი 2020,   17:22
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანობისთვის" პარლამენტარებს მოსამართლეთა სიის ჩაგდებისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანობისთვის" პარლამენტარებს მოსამართლეთა სიის ჩაგდებისკენ მოუწოდებს. აქტივისტები დღეს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შერჩევის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა და უვადოდ მოსამართლეების გამწესებაზე პარლამენტმა ამ ეტაპზე უარი უნდა თქვას.

"დამცინავად ჟღერს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება ხელისუფლება ხალხს და ამის ფონზე, 15 კანდიდატი არის "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი, რომელთა უსამართლობასაც შეეწერა ადამიანების ბედი. თუ ყურად არ იღებენ ჩვენს ხმას, რომ შეიცვალოს ეს სია, გავაგრძელებთ აქციებს,"- განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ, სულხან მარჯანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს, კენჭს 12 დეკემბერს უყრის. 

დღის ამბები