05 დეკემბერი 2020,   09:00
ვრცლად
ევროპარლამენტარები შეცდომაში შეიყვანეს - ხელისუფლება ევროპელი კოლეგების კრიტიკას პასუხობს

ევროპარლამენტარების კრიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზოგი მითითება არ არის მართებული და ევროპელი კოლეგები შეცდომაში შეიყვანეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრების სტატუსს ვერ მიანიჭებენ ადამიანებს, ვინც შტურმით იღებდნენ პარლამენტს და ამის გამო დააკავეს.

"ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილნი, არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიერ არის განხორციელებული ეს ყველაფერი. ვერანაირად ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმრებს იმ ადამიანებს, ვინც შტურმით იღებდნენ პარლამენტის შენობას," განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

თბილისის მერი კახი კალაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

"საქართველოში პოლიტპატიმრები იყვნენ, რა თქმა უნდა, 2012 წლამდე დღეს პოლიტპატიმრები საქართველოში არ გვყავს," განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები