



წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - თბილისის "დინამო" ამჯერად იტალიაში "პრო რეკოს" დაუპირისპირდა და ჩემპიონთა ლიგის რვაგზის გამარჯვებულთან დიდი ანგარიშით 9-24 დამარცხდა.
სამწუხაროდ ქართულმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის პირველი წრე გამარჯვების გარეშე დაასრულა.
მომდევნო შეხვედრას დინამოელები უკვე 2020 წელს გამართავენ, ქართული კლუბი 4 თებერვალს, იტალიის "პრო რეკოს" თბილისში უმასპინძლებს.