05 დეკემბერი 2020,   09:32
ვრცლად
წყალდიდობის გამო პერუში მაშველებმა სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს  

პერუში წყალდიდობას მეწყერი მოჰყვა. ქალაქ ლიმაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და შენობები. დაინგრა ხიდები და დაზიანდა ავტომობილები.

ქუჩებში სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. დაშავებული ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

მაშველებმა სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

დღის ამბები