05 დეკემბერი 2020,   10:26
ვრცლად
"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის" - თბილისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციაზე გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეებიც იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და ხელისუფლებას დაკავებულის გასათავისუფლებლად დამატებითი მექანიზმების გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტებს ადგილზე სხვადასხვა წარწერიანი ბანერები ჰქონდათ მიტანილი, მათ შორის: "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის," "თავისუფლება ვაჟა ექიმს," "Sokhumi&Tskhinvali is Georgia".

დღის ამბები