05 დეკემბერი 2020,   09:08
ვრცლად
მედიკოსები არასდროს უნდა ხვდებოდნენ მსგავს სიტუაციაში - თურქეთის ელჩი ვაჟა გაფრინდაშვილზე

"იმედს გამოვთქვამ, რომ ვაჟა გარფინდაშვილი მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახსა და ახლობლებს," - ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანიმ განაცხადა.

თურქეთის ელჩის შეფასებით, სამედიცინო პერსონალი მსგავს სიტუაციაში არასოდეს უნდა ხვდებოდეს.

"ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ვაჟა გაფრინდაშვილი საკითხზე, გარდა ამისა, აქტიურად მუშაობს საზოგადოებაც, რომ ექიმი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში. იმედს გამოვთქვამ, რომ ვაჟა გარფინდაშვილი მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახსა და ახლობლებს. ზოგადად მიმაჩნია, რომ მედიკოსები და სამედიცინო პერსონალი არასდროს უნდა ხვდებოდნენ მსგავს ვითარებაში," - განაცხადა  ფატმა სერენ იაზგანიმ.

დღის ამბები