29 ნოემბერი 2020,   17:31
ვრცლად
გაზრდილი ფასები და ლარის გაუფასურების საგანგაშო ნიშნული - ბიზნეს სექტორი პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

ბიზნეს სექტორი პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მათი თქმით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და აუცილებელია მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტზე გაზრდილი ფასები და ლარის გაუფასურება საგანგაშო ნიშნულს აღწევს, ამიტომ აუცილებელია ეკონომიკური გუნდის სწორი პოლიტიკური ქმედებები. შეხვედრის ზუსტი თარიღი უცნობია.

"დაახლოებით 15%-დან 20%-მდეა ფასები გაზრდილი. 100-დან დაახლოებით 5% არის სეზონური მაჩვენებელი, ხოლო სხვა დანარჩენი პირდაპირპროპორციულად არის მიბმული ლარის ფაქტორზე. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის ორ სექტორს შორის ურთიერთობის დაბალანსება და იმ რეგულაციაზე საუბარი და დეტალურად ახსნა, თუ რისთვის არის ეს რეგულაცია საჭირო. აგრეთვე პრემიერისგან საინტერესოა გავიგოთ, თუ რა მომავალი გეგმები აქვს მას ეკონომიკურ გუნდთან ერთად," - აცხადებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.

დღის ამბები