27 ივნისი 2022,   06:27
ვრცლად
აქციის დაშლისას რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა - როგორია მათი მდგომარეობა

რუსთაველზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს რამდენიმე დემოსტრანტი დაშავდა.

"კურიერის" ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს დაშავებული ერთი პირი, მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის. დაზარალებული სტაციონარში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "ექიმების ინფორმაციით, კახა კვეკვესკირს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აღენიშნება. პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება. 

აქციის დაშლის დროს დაშავებულთა ნაწილი კი, სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებული. 

დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები