23 სექტემბერი 2021,   00:34
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - მოსამართლეობის კანდიდატი ლალი ფაფიაშვილი დეპუტატებს 8 საათის განმავლობაში პასუხობდა 

პარლამენტში მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის მოსმენა დილიდან დაპირისპირებით დაიწყო. ლალი ფაფიაშვილი, რომელიც 2017 წლამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, დღეს დეპუტატებს კომიტეტზე 8 საათის განმავლობაში პასუხობდა.

ხმამაღალი საუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოთარ კახიძის შეკითხვას მოჰყვა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ ცინიკურად მიიჩნია. "ევროპული საქართველო" ანრი ოხანაშვილს და სახელისუფლებო პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარებაზე აკისრებს პასუხისმგებლობას, რომელსაც 2017 წლამდე სწორედ მოსმენების დღევანდელი კანდიდატი ლალი ფაფიაშვილი წარმოადგენდა.

მოსმენების ბოლოს, ტრადიციულად კითხვები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დასვეს, რომლებიც, ძირითადად, პროცედურული ხასიათის იყო, თუმცა დაინტერესდნენ იმითაც, რა დამოკიდებულება აქვს კანდიდატს 2016 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხო.

ლალი ფაფიაშვილი მე-15 იყო, ვისაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს. პარლამენტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების კიდევ 5 კანდიდატის მოსმენას ნოემბერში გააგრძელებს, რის შემდეგაც საკითხს კენჭს უყრიან. 

დღის ამბები