23 სექტემბერი 2021,   00:11
ვრცლად
გიგი წერეთელმა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან რუსეთის შეუსრულებელ ვალდებულებებზე ისაუბრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ევროპარლამენტის ვიცე- პრეზიდენტს კლარა დობრევს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მაკალისტერს შეხვდა. შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესების გარდა, ევროპაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

"ვფიქრობ, კონფლიქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ყველა ასეთ შეხვედრაზე, ბუნებრივია საქართველოზე, საქართველოში მიმდინარე ბორდერიზაციაზე, უკანონობაზე, რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე გვქონდა საუბარი,“ - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა. 

დღის ამბები