23 სექტემბერი 2021,   01:38
ვრცლად
ქართველი ძალოსნის კიდევ ერთი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე (89 კგ.) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

დავითაძე ტურნირის ფავორიტთა შორის იყო და საბოლოოდ, იმედებიც გაამართლა. უკეთესი შედეგის ჩვენებაში კი ხელი ფეხის ტრავმამ შეუშალა, რომელიც უშუალოდ ასპარეზობისას მიიღო.

ჯამში, ქართველმა ძალოსანმა 363 კგ. მოაგროვა და მხოლოდ ჰაკობ მკრტჩიანს (375 კგ.) ჩამორჩა, ბრინჯაოს მედალი კი სომხეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრ დავიდ ჰოვანესიანს (357 კგ.) ერგო.

რევაზ დავითაძის თქმით, მთლიანი შეჯიბრება შეიცვალა ტრავმის შემდეგ, თუმცა მას მოტივაცია  მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მისცა, რის შედეგადაც ასპარეზობა განაგრძო. 

დღის ამბები