23 სექტემბერი 2021,   00:26
ვრცლად
დუშეთში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა და საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დუშეთის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

საზოგადოებრივი ცენტრი 250-მდე სოფლის, დაბა ფასანაურის და ჟინვალის 26 ათას მოქალაქეს მოემსახურება. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება 200-ზე მეტი მომსახურებით ისარგებლოს.

დუშეთში საზოგადოებრივი ცენტრი წლის ბოლომდე გაიხსნება. თეა წულუკიანის შეფასებით, იუსტიციის სახლი გამორჩეული იქნება და მასში განთავსდება დიდი ბიბლიოთეკა, ასევე ქორწინების დარბაზი.

მინისტრის თქმით, დუშელებს საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების მიღება ნოემბრიდან შეეძლებათ.

ამ დრომდე საქართველოს მასშტაბით 66 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

დღის ამბები